იტალიაში ზვავის ჩამოწოლას 30 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა [Photo/Video]

იტალიის მთიან კურორტ აბრუცოში ჩამოწოლილმა ზვავმა ადგილობრივი სასტუმრო – Rigopiano di Farindola მიწაში 10 მეტრით ჩაიტანა და მთლიანად გაანადგურა, – გვაცნობებს ტელეარხი RaiNews24.
მაშველებს განგაშის სიგნალი ერთ-ერთმა დამსვენებელმა საკუთარი ავტომანქანიდან გაუგზავნა, რომელიც ქუჩაში შემთხვევით გამოვიდა და გადარჩა. მას სასტუმროში მეუღლე და ქალიშვილი დარჩა.
ტელეარხის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 20 ტურისტი და 10 სასტუმროს მომსახურე პერსონალი დაიღუპა.
სამაშველო ოპერაციები კვლავ გრძელდება.
როგორც ცნობილი გახდა, იტალიის სამთო-სათხილამურო კურორტ აბრუცოზე ზვავი ძლიერი მიწისძვრის შედეგად ჩამოწვა. უახლოეს პერიოდში სეისმოლოგები გამეორებით ბიძგებს პროგნოზირებენ. ამჟამად იტალიის ცენტრალურ ნაწილში ძლიერ თოვს.
[print_gllr id=51539]