მნიშვნელოვანირეგიონი

ქალაქ ფლორენციაში, ხელნაკეთი ნივთების საერთაშორისო გამოფენაში ხუთი ქართველი ქალი მონაწილეობს

იტალიის ქალაქ ფლორენციაში, ხელნაკეთი ნივთების საერთაშორისო გამოფენაში ხუთი ქართველი ქალი მონაწილეობს.
MIDA-2022-ის ღონისძიებებზე ცნობილმა ქართველმა მხატვარმა, მანჩო გოგოჭურმა, ხელნაკეთი ნივთების ოსტატებმა, ციო გიგაურმა, ლია დავითაშვილმა, ხათუნა გაბრიჭიძემ და ფატი კახნიაშვილმა საკუთარი ხელით ნაკეთი ნივთები ჩაიტანეს.

ქართველმა ხელოვანებმა გამოფენაზე, ტყავისა და სხვადასხვა სახის ნატურალური ქვისგან გაკეთებული სამაჯურები, თმის სამაგრები, სამკაულები , ტიხრული მინანქარი, ღვინის ბოთლის აქსესუარები, ყურძნის დეკორატიული მტევნები და ტყავის ჩანთები წარადგინეს.

ქართველი ემიგრანტი ია წიკლაური, რომელიც MIDA-2022-ს ესწრებოდა
და ქართველ ხელოვანებს შეხვდა, ამბობს, რომ მათი ნამუშევრები გამოფენის აღმოჩენა იყო.

“ნამდვილი აღმოჩენა იყო ყველაფერი ულამაზესი და საინტერესო.უზარმაზარ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი მსოფლიოს უამრავი ქვეყანა და მათ შორის ქართული კუთხე ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, დახვეწილი და მრავალფეროვანი, ამდენ ქვეყანას შორის”-ამბობს წიკლაური.

ხელნაკეთი ნივთების საერთაშორისო გამოფენა ფლორენციაში, 1 მაისამდე გაგრძელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button