მნიშვნელოვანირეგიონი

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის პატივის მისაგებად უკრაინის სამხედრო ატაშე ჩავიდა

უკრაინაში 16 აპრილს დაღუპული ქართველი მებრძოლის ალიკა ცაავასთვის პატივის მისაგებად წალენჯიხის ქალაქ ჯვარში ჩავიდა უკრაინის სამხედრო ატაშე საქართველოში, გენერალ-მაიორი სერგეი კრავჩუკი.
სერგეი კრავჩუკის თქმით, ქართველი მებრძოლისთვის პატივის მისაგებად საგანგებოდ ჩამოვიდა უკრაინიდან:

“ორ თვეზე მეტია, რაც რუსეთის მხრიდან უკრაინაში მიმდინარეობს ოკუპაციური ომი. ომის პირველივე დღიდან, ქართველები მოხალისეობრივად წავიდნენ უკრაინაში, რათა დაეცვათ უკრაინის დამოუკიდებლობა. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ უკვე გვყავს ათი დაღუპული. დღეს მე თბილისში ჩამოვედი. რათა უკანასკნელ გზაზე გავაცილო ჩვენი გმირი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე დათმო უკრაინის დამოუკიდებლობისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. ჩვენ სულ ვგრძნობთ ჩვენი ძმების, ქართველი ხალხის მხარდაჭერას”, – განაცხადა სერგეი კრავჩუკმა.

ქართველი მებრძოლის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მებრძოლის ახლობლებსა და მეგობრებთან ერთად იმყოფებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მოქალაქეები.

ალიკა ცაავა იყო კომანდოს ბატალიონის წევრი. მონაწილეობდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, უკრაინაში იბრძოდა 2014 წელსაც.

დაღუპულ ქართველ მებრძოლს დღეს ზუგდიდში დაკრძალავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button