მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი მოლაპარაკებების გაგრძელების მომხრეა

ზელენსკის განცხადებით, რუსულ მხარესთან ნებისმიერი საუბრის სრულად დახურვის მაღალი რისკი არსებობს

რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები ფაქტობრივად ყოველდღიურად განიხილავენ შესაძლო შეთანხმების პროექტს ვიდეოკონფერენციის საშუალებით, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჩინურ საინფორმაციო სააგენტო Xinhua-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ამ დოკუმენტმა უნდა დააფიქსიროს პოსტკონფლიქტური მდგომარეობის ისეთი ელემენტები, როგორიცაა უკრაინის მუდმივი ნეიტრალიტეტი, არაბირთვული, უბლოკო და დემილიტარიზებული სტატუსი, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები. მოლაპარაკებების დღის წესრიგში ასევე შედის დენაციფიკაციის, ახალი გეოპოლიტიკური რეალობის აღიარების, სანქციების მოხსნის, რუსული ენის სტატუსის და სხვა საკითხები,“- აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, უკრაინაში სიტუაციის დარეგულირება შესაძლებელს გახდის ევროპასა და მთლიანად მსოფლიოში სამხედრო-პოლიტიკური დაძაბულობის დეესკალაციაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.

„ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად გათვალისწინებულია გარანტორი სახელმწიფოების ინსტიტუტის შექმნა, რომელთა შორის, პირველ რიგში, არიან გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები, მათ შორის რუსეთი და ჩინეთი. ჩინელ დიპლომატებს ვუზიარებთ ინფორმაციას მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ,“- აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, რუსეთი მოლაპარაკებების გაგრძელების მომხრეა, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები კარგად არ მიდის. ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა პეკინს უკრაინასთან დაკავშირებით “დაბალანსებული პოზიციისთვის”.

„მადლობელი ვართ პეკინის, ისევე როგორც სხვა BRICS-ის [ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა] სხვა პარტნიორების, მათი დაბალანსებული პოზიციისთვის უკრაინის საკითხზე“, – განაცხადა ლავროვმა.

ამასთსნ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულ მხარესთან ნებისმიერი საუბრის სრულად დახურვის მაღალი რისკი არსებობს. ეს განცხადება მან პოლონურ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, საბოლოოდ ყველაფერს მაინც ერთი ადამიანი წყვეტს.

“რისკი იმისა, რომ ნებისმიერი საუბარი სრულად დაიხურება, ძალიან დიდია. სწორედ იმ შედეგების გამო, რომელსაც რუსეთი ტოვებს, სადაც არ უნდა იყოს, დაახლოებით იგივეა. როგორც ჩანს, მათ აქვთ მკვლელობის სახელმძღვანელო და ყველანი ერთნაირად მოქმედებენ გარკვეულ ტერიტორიებზე, რომელთა დეოკუპაციასაც ჩვენ ვახდენთ და ვხედავთ,” – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად მხოლოდ პირდაპირი მოლაპარაკებებია საჭირო უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტებს შორის.

“როდესაც რაღაცას ადასტურებენ, მაგალითად, გაცვლას, მე ამის არ მჯერა. ისინი ადასტურებენ რაიმე სახის სამოქალაქო გაცვლას, შემდეგ კი რაღაც გატყდა, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მათზე პასუხისმგებელი ერთი ადამიანია და ამიტომ, რაღაცაზე მხოლოდ პირდაპირი მოლაპარაკებები და პირდაპირი შეთანხმებები შესრულდება. ეს არის ჩემი რწმენა და ამ პროცესის საბოლოო გაგება,” – აცხადებს ზელენსკიმ.

უკრაინელმა ლიდერმა ამის შესახებ პოლონურ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

„რისკი იმისა, რომ ნებისმიერი საუბარი სრულად დაიხურება, ძალიან დიდია. სწორედ იმ შედეგების გამო, რომელსაც რუსეთი ტოვებს, სადაც არ უნდა იყოს, დაახლოებით იგივეა. როგორც ჩანს, მათ აქვთ მკვლელობის სახელმძღვანელო და ყველანი ერთნაირად მოქმედებენ გარკვეულ ტერიტორიებზე, რომელთა დეოკუპაციასაც ჩვენ ვახდენთ და ვხედავთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ახლა რუსულ მხარესთან მოლაპარაკების პროცესი „ზედმეტად ნელია“.

„იმიტომ, რომ დელეგაციის წარმომადგენლების ვიდეოფორმატში მონაწილეობა და დიალოგი რაღაც დონეზეა. ისინი საუბრობენ, სვამენ კითხვებს, მაგრამ მე თუ მაინტერესებს ჩვენი მხარის, ჩვენი დელეგაციის აზრი, გვაინტერესებს, რა მოამზადეს ჩვენმა დიპლომატებმა და ჩვენმა მომლაპარაკებლებმა, მაშინ არ ვისურვებდი, რომ ერთი მსახიობის ეს პოლიტიკური თეატრი გვეთამაშა. იქ რაღაცაზე საუბრობენ, მაგრამ ვიცით, რომ საბოლოოდ ყველაფერს ერთი ადამიანი წყვეტს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად მხოლოდ პირდაპირი მოლაპარაკებებია საჭირო უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტებს შორის.

„როდესაც რაღაცას ადასტურებენ, მაგალითად, გაცვლას, მე ამის არ მჯერა. ისინი ადასტურებენ რაიმე სახის სამოქალაქო გაცვლას, შემდეგ კი რაღაც გატყდა, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მათზე პასუხისმგებელი ერთი ადამიანია და ამიტომ, რაღაცაზე მხოლოდ პირდაპირი მოლაპარაკებები და პირდაპირი შეთანხმებები შესრულდება. ეს არის ჩემი რწმენა და ამ პროცესის საბოლოო გაგება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი პოსტები

Back to top button