იუვენტუსმა რეალს მოუგო

ტურინის იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალი წარმატებით გაიარა.
ტურინელებმა სახლში მადრიდის რეალი 2:1 დაამარცხეს.
ანგარიში შეხვედრაში ალვარო მორატამ გახსნა, რასაც კრიშტიანუ რონალდუმ უპასუხა.
შეხვედრის მეორე ნახევარში კი კასილიასის კარში ტევესმა 11 მეტრიანიდან შეაგდო.
განმეორებითი შეხვედრა მადრიდში 13 მაისს გაიმართება.