საბორნე მიმოსვლა ნახევარი საუკუნის პაუზის შემდეგ [ვიდეო]
ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა კუბასთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.
თეთრმა სახლმა ნებართვა გასცა საზღვაო ტრანსპორტით მგზავრების გადაყვანაზე შეერთებული შტატებიდან მეზობელ კუნძულზე. ამრიკულმა Baja Ferries და პუერტო-რიკოს America Cruise Ferries კომპანიებმა, მიმოსვლაზე ლიცენზიები უკვე მოიპოვეს.
ბორნები პირველ რეისებს სექტემბრიდან შეასრულებენ. ამჟამად, ვაჭრობაზე მოქმედი ემბარგო, ამერიკელ ტურისტებს არ აძლევს კუბაში მგზავრობის საშუალებას, მაგრამ აშშ-ი მცხოვრებ კუბელებს, თავისუფლების კუნძულზე დარჩენილი ნათესავების მონახულება შეეძლებათ.
აგრეთვე, ნებადართულია ბიზნეს-მოგზაურობა.
საბორნე მიმოსვლა, 1960 წელს, კუბის რევოლუვიის შემდეგ შეწყდა, როდესაც სათავეში ფიდელ კასტრო მოვიდა.
კუბა, 1959 წლის 17 აგვისტო, ბორნით მოგზაურობა