კრიმინალიმნიშვნელოვანისიახლეები

ივიკო ფრუიძის ცემისთვის ბარის თანამშრომლები დააკავეს

რამდენიმე დღის წინ თბილისის ერთ-ერთ ბარში ნაცემი ივიკო ფრუიძე აცხადებს, რომ უნდა დაისაჯოს ყველა ბოროტმოქმედი, ვინც მას და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ლაპარაკია 22 აგვისტოს, პეკინის ქუჩა 3-ში მდებარე SkyGirls Bar-ში მომხდარ ინციდენტზე, რომლის შესახებაც ფრუიძისგან გახდა ცნობილი.

შსს-ს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით, ბარის დაცვის ორი თანამშრომელი დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში დაცვის თანამშრომლებად მუშაობდნენ, მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, ამავე ბარის სტუმრების, 1986 წელს დაბადებული ორი პირის მიმართ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური ძალადობა განახორციელეს.

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკის 120- მუხლის მე-2 ნაწილისდაქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე, ტარდება ოპერატიულსაგამოძიებო მოქმედებები ახალი გარემოებებისა და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოკვეთის და დაკავების მიზნით, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ფრუიძე აცხადებს, რომ თანამშრომლობს გამოძიებასთან და ასევე შეუძლია ამოიცნოს ყველა ის ადამიანი, ვინც მას და მის მეგობარს ბარში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button