ჯაბა კანკავას გოლი შესარჩევი ციკლის საუკეთესო ათეულშია [Video]

უეფას ოფიციალურმა საიტმა ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის ათი საუკეთესო გოლი გამოავლინა.

სასიხარულოა, რომ რჩეულთა შორის ერთი ქართული გოლია – ჯაბა კანკავას ბრწყინვალე დარტყმა მანუელ ნოიერის კარში (გერმანია-საქართველო 2:1) საუკეთესო ათეულშია.

საუკეთესო ათეულშია: ისკოს (ესპანეთი), კრიშტიანო რონალდოს (პორტუგალია), გარეთ ბეილის (უელსი), ჯეკ უილშირის (ინგლისი), სანდრო ვიზერის (ლიხტენშტეინი), ნემანია მატიჩის (სერბეთი), ჟოაო მოუტინიოს (პორტუგალია), ბილალ კისას (თურქეთი) და სტივენ ფლეტჩერის (შოტლანდია) გოლები.

მსგავსი პოსტები

Back to top button