“თურქეთ-ბულგარეთის საზღვარზე ავღანელი მიგრანტი დახვრიტეს”

15 ოქტომბერის ღამით, ავღანელმა არალეგალმა მიგრანტებმა თურქეთის ტერიტორიიდან ბულგარეთში შეღწევა სცადეს.

საზღვარზე, ბულგარეთის ქალაქ სრედეცის მახლობლად, ერთი ავღანელი ლტოლვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, გადმოსცემს სააგენტო France-Presse.

სააგენტოს ცნობით, ავღანელ არალეგალთა ჯგუფი, რომელიც 48 ადამიანისგან შედგებოდა, შეიარაღებული და აგრესიულად განწყობილი იყო. ბულგარელმა მესაზღვრეებმა მიგრანტებს უკან დაბრუნება უბრძანეს, მაგრამ ისი არ დამორჩილდნენ. ურთიერთსროლის შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაიჭრა.

ეს პირველი სერიოზული შემთხვევაა, რომელიც ბულგარეთის საზღვარზე დაფიქსირდა. ინციდენტის გამო, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა – ბორისოვი ბოიკომ ბრიუსელში ვიზიტი შეწყვითა და სამშობლოში დაბრუნდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button