ჯამალაშვილს და ფხალაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფერდათ

54408337ფარული ჩანაწერების შენახვა-გავრცელების საქმეზე დაკავებულებს: ზურაბ ჯამალაშვილს და ირაკლი ფხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფერდათ.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა მიიღო. პროცესი 2 საათის განმავლობაში, დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა.

მოსამართლემ სხდომის დახურვის გადაწყვეტილება ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.

პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ სხდომის დახურვის შუამდგომლობა იმ მოტივით დააყენა, რომ პროცესზე პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაცია უნდა განხილულიყო. შესაბამისად, მისი თქმით, არსებობდა საფრთხე, რომ ამა თუ იმ პირის იდენტიფიცირება მომხდარიყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button