პენსილვანიელმა ჰაკერმა შიშველი ვარსკვლავების ასობით ფოტო მოიპოვა [Photo]

ქალაქ ლანკასტერში (აშშ, პენსილვანიის შტატი) მცხოვრებ რაიან კოლინზს ბრალად ვებ-გვერდების გატეხვა წარუდგინეს, რომელიც 2014 წლის გახმაურებულ საქმეს უკავშირდება. მაშინ სოციალურ ქსელებში ვარსკვლავთა მრავალმა შიშველმა ფოტომ გაჟონა. ცნობილი ადამიანების სიაში ჯენიფერ ლოუსენი, სკარლეტ იოჰანსონი, კირსტენ დანსტი, ქეით ალტონი და სხვები მოხვდნენ, – იუწყება სააგენტო E!Online.

გამოცემის ინფორმაციით, 36 წლის ჰაკერმა ფიშინგური სქემები გამოიყენა, რომელთა მეშვეობითაც მან Apple-სა და Google-ის 100 სააღრიცხვო ჩანაწერზე წვდომა მიიღო.

როგორც ცნობილი გახდა, კოლინზი 2012 წლიდან თავის მსხვერპლს ელექტრონული ფოსტით წერილებს უგზავნიდა, რომლებშიც Apple-სა და Google-ის სახელით ლოგინსა და პაროლს სთხოვდა. თუ მას პასუხობდნენ, კოლინზი ვარსკვლავთა ფოსტაზე პირდაპირ წვდომას იღებდა და მათ შიშველ ფოტოებსა და ვიდეოს თავისუფლად იწერდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე უკანასკნელი წლის განმავლობაში ჰაკერთა მსხვერპლი მრავალი ცნობილი ადამიანი – მსახიობი, მოდელი და მომღერალი გახდა. ბოლო მონაცემებით, ბოროტმოქმედებმა 600 ვარსკვლავის პირადი მონაცემები მოიპოვეს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”31426″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button