რუსეთის ორმა მთვრალმა მოქალაქემ უკრაინის გამო იჩხუბა [Video]
სოციალურ ქსელებში ვიდეო განთავსდა, რომელზეც ქალაქ ნორილსკის ერთ-ერთი სახლის ეზოში 2 მთვრალი მოქალაქე ტალხში გორაობს და ერთმანეთს უკრაინის გამო სცემს, – იუწყება უკრაინული Громадське радіо.
ჩხუბის მიზეზი ერთ-ერთმა მონაწილემ თვითონ დაასახელა, როცა თვითმხილველებმა მას შეკითხვა დაუსვეს.
ვიდეოზე ჩანს, რომ ერთი მთვრალი კაცი მეორეს ტალახში აგორავებს, სცემს და თავში ქვას ურტყამს.
შეგახსენებთ, რო ქალაქი ნორილსკი კრასნოიარსკის მხარეშია განლაგებული. ვიკიპედიის თანახმად, იგი რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ადგილად ითვლება. იქ შავი წვიმა მოდის, ჰაერში კი გოგოირდის სუნი ტრიალებს. ნირილსკში მსოფლიოში მძიმე მეტალების უმსხვილესი გადამამუშავებელი საწარმოებია განლაგებული. ქალაქში 177 ათასი ადამიანი ცხოვრობს, რომელიც უამრავი რესპირატორული დაავადებით იტანჯება. 2001 წლიდან ნორილსკი უცხოელებისთვის აკრძალულ ზონად გამოცხადდა.