ჯანდაცვის სამინისტრო: დაშავებულებს საფრთხე არ ემუქრებათ
“დედაქალაქში სტიქიისგან დაშავებულებს საფრთხე არ ემუქრებათ” – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს და მოსახლეობას მოუწოდებს, რომ დახმარებისთვის მათ ცხელ ხაზსააც მიმართოს.
“იმ შემთხვევაში თუ მოაქალეები ვერ უკავშირდებიან საგანგებო სიტუაციათა სამსახურს გთხოვთ დაუკავშირდეთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზსს ნიმერზე: 1505” – აცხადებენ სამინისტროში
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის განცხადებით, ამ დროისთვის 6 დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სოფრომაძის ინფორმაციით, დაშავებულებს მსუბუქი დაზიანებები – ნაკაწრი, დაჟეჟილობა – აღენიშნებათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მისი თქმით, დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია სხვა კლინიკებიდანაც ვრცელდება, თუმცა, მათაც მსუბუქი დაზიანება აღენიშნებათ.