დეპუტატი ოთარ კახიძე აქციაზე იარაღით მივიდა

რა რეაგირებას მოახდენს შსს ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარის საქმეზე, ცნობილი დღეს გახდება.

ოთო კახიძის განცხადებით, ცეცხლსასროლი იარაღი აღმაშენებელზე გამართულ მსვლელობაზე თავდაცვის მიზნით მიიტანა, თუმცა აქვე დეპუტატი განმარტავს,რომ შეცდომა დაუშვა. აქვე ის აცხადებს, რომ იარაღის ტარების უფლება კანონით აქვს მინიჭებული, როგორ პარლამენტის წევრს.

ვიდეო კადრები აქციიდან “პალიტრამ” გაავრცელა, რასაც “ევროპული საქართველოს” ლიდერის მისამართით მესამე სექტორის კრიტიკა მოყვა.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” განმარტავენ, რომ დეპუტატმა შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონი დაარღვია, რომელიც აქციაზე იარაღის ტარებას კრძალავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button