მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
“ჯანდაცვის სამინისტრო, ცოცხლები ხართ?”

ნათია მეტრეველი, რომელიც კარანტინშია, სოციალური ქსელით, ჯანდაცვის მინისტრის მიმართავს:
“ჯანდაცვის სამინისტრო. ცოცხლები ხართ? სასწრაფოდ მოგვაქციეთ ყურადღება. გონიოში გამომწყვრეულ ხალხს. სასტუმრო “ველუქსში”. არც წყალი გვაქვს არც ინტერნეტი. აჯანყება გინდათ? მიიღებთ.
კომენტარებში, ნათია აკონკრეტებს:
“არც სასმელი წყალი გვაქვს, არც დასაბანი, არც ინტერნეტი, ტელევიზორები გათიშულია, დილის 8 საათიდან ვითხოვთ სასმელ წყალს, დღეს დილით საჭმელიც ვერ ვჭამე, გული მერევა უკვე ამ ყველაფერზე, ბარემ, დაგვხვრიტონ!”