მნიშვნელოვანისიახლეები

ჯანმო – მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 8-14 ნოემბერი ჩათვლით მსოფლიოში აღირიცხა COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსით ინფიცირების 3 346 517 შემთხვევა, რაც წინა კვირასთან შედარებით 6%-ით მეტია.

კვირის განმავლობაში COVID-19-ით გარდაიცვალა 49 584 ადამიანი. წინა 7-დღიან პერიოდთან შედარებით, ლეტალობის მაჩვენებელი 1%-ითაა გაზრდილი.

ახალი შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა ამერიკის, ევროპისა და წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილის რეგიონებში.

მსოფლიოს სხვა რეგიონებში ახალი შემთხვევების რიცხვი შემცირებული იყო.

WHO-ს ცნობითვე, ერთ კვირაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მეტად, 5%-ით გაიზარდა ევროპაში. 3%-იანი მატება იყო აფრიკაში და 1%-იანი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მსოფლიოს სხვა რეგიონებში ლეტალობის მაჩვენებელი შემცირდა.

პორტალ Worldometers-ის მიერ 17 ნოემბერს, დილით გამოქვეყნებული სტატისტიკით, რომელიც ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს ეფუძნება, პანდემიის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 255 მილიონს გადააჭარბა.

COVID-19-ით გარდაცვლილია 5 მილიონზე მეტი ადამიანი. სააგენტო Bloomberg-ის მონაცემებით, 16 ნოემბრის მდგომარეობით, მსოფლიოს 184 ქვეყანაში გაკეთებული იყო 7.52 მილიარდი დოზა ვაქცინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button