საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 732 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 732 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 795 847-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 812 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 731 996.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 72 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 212 პირი ემსხვერპლა.
სულ ჩატარდა 2 066 159 აცრა, დღიურად აცრილია 8 233.
კარანტინის რეჟიმშია 54, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 614 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 175 პირი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 732 ახალი შემთხვევიდან:
📌თბილისში გამოვლენილია 1 884 შემთხვევა,
📌აჭარა – 136,
📌იმერეთი – 878,
📌ქვემო ქართლი – 295,
📌შიდა ქართლი – 425,
📌გურია – 110,
📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 408,
📌კახეთი – 285,
📌მცხეთა-მთიანეთი – 112,
📌სამცხე-ჯავახეთი – 158,
📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 41.