მსოფლიოსიახლეები

ჯანმოს გაფრთხილება და ჩაკეტილი ევროპა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყველა ქვეყანას აფრთხილებს, რომ კაცობრიობას წინ ჯერ კიდევ ელის საკმაოდ რთული გამოცდა, რომელიც გამოწვეულია COVID-19-ით, ხოლო მასთან ბრძოლის ზომები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ტედროს ადანომ გებრეისუს არ დაუკონკრეტებია, თუ კონკრეტულად რა აქვს მხედველობაში, როდესაც საუბრობს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის გაუარესების შესახებ. ვირუსით უკვე დაინფიცირებულია 2,5 მილიონი ადამიანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ხოლო გარდაცვლილია 166 000.

“დამიჯერეთ, ყველაზე დიდი სირთულე კიდევ წინ არის. ჩვენ ვერ შევაჩერებთ ამ ტრაგედიას. ეს არის ვირუსი, რომლის არსსაც ბევრი ადამიანი ვერ ხვდება”, – აცხადებს იგი ჟენევაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

ამავდროულად, ევროპის ცალკეული ქვეყნები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ შემოღებული საგანგებო ზომების შემსუბუქებას იწყებენ.

თუმცა, ევროკომისარი ბაზრის შიდა საკითხებში ტიერი ბრეტონი არ გამორიცხავს, რომ ახალი კორონავირუსული პანდემიის გამო, ევროპამ შესაძლოა, საზღვრები ზაფხულამდე ჩაკეტოს. შესაბამისი განცხადება მან BFM-თან გააკეთა.

შეკითხვაზე, იქნება თუ არა შენგენის ზონის ქვეყნების საზღვრები ზაფხულამდე ჩაკეტილი, ბრეტონი პასუხობს:

“ვნახოთ, თუმცა, ვფიქრობ რომ, ეს ის არის, რასაც უნდა ველოდოთ”.

ევროკომისარმა აგრეთვე ცალკე ისაუბრა შენგენის ზონის ქვეყნებში გადაადგილების შესახებ.

“აუცილებელია ყველას ახსოვდეს, რომ ჩვენ კონტინენტზე ვართ. პატივი უნდა ვცეთ ჩვენს გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას და ჩვენს უფლებებს. არ შეიძლება იმის თქმა, რომ ყველა ქვეყანა ერთდროულად მოხსნის თვითიზოლაციის რეჟიმს”, – აცხადებს იგი.

ამასთან, ბრეტონი არ გამორიცხავს, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ დაწესდეს დამატებითი შეზღუდვები, რომელთა დაცვაც აუცილებელი იქნება რამდენიმე თვის განმავლობაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button