მნიშვნელოვანი
,,ჯანმრთელობის ლაბორატორია” სტუმარი: ირაკლი ნატროშვილი – 05.04.2024
რადიო თბილისისა და საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის ერთობლივი რადიოპროექტი „ჯანმრთელობის ლაბორატორია“.
ვსაუბრობთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გამოწვევებზე, ბავშვთა და ზრდასრულთა სამედიცინო რეაბილიტაციის მნიშვნელოვანი სიახლეებისა და ამ მიმართულებით საქართველოში არსებული სერვისებისა თუ სახელმწიფო პროგრამების შესახებ.
გადაცემის სტუმარია: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, კენ ვოკლერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ბავშვთა ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი.
👉 ჯანმრთელობის ლაბორატორია მეგი საჯაიასთან ერთად 👇
ყოველ პარასკევს 13:10 სთ, რადიო თბილისი და “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია” წარმოგიდგენთ გადაცემას – “ჯანმრთელობის ლაბორატორია” გვისმინეთ რეგიონებშიც რადიო ჰერეთის და ციტრუსის ეთერში