მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ჯარისკაცების წამება-საქმე რომელიც ლაგოდეხელი ოფიცრის თვითმკვლელობას უკავშირდება

წვევამდელების მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეში მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ თანამშრომელს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

კიდევ ერთი ოფიცერი, რომელიც საქმეში ფიგურირებს, უკვე გარდაცვლილია.

წინასწარი ინფორმაციით, პოლიციის ოფიცერმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბნის მკვიდრმა, 45 წლის მერაბ ბარბაქაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაახლოებით, ერთი თვის წინ დაასრულა.
მან თავი სამსახურებრივი იარაღით საკუთარ ეზოში, უცნობი პირის სატელეფონო ზარის შემდეგ მოიკლა.

ბარბაქაძის ადვოკატი, გოჩა ჯაბანაშვილი გარდაცვლილის საქმეში მონაწილეობას არ ადასტურებს.

” მოკლეს თუ თავი მოიკლა, ეს ყველაფერი გაირკვევა. ოჯახი პატივს სცემს კანონს და ყველაფერს გააკეთებს საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. გამოკითხული იყო და მისი ბრალეულობა არსად ჩანდა”- განაცხადა ჯაბანიშვილმა.

საქმეში ბარბაქაძის მონაწილეობას გამორიცხავენ და არც თვითმკვლელობის ვერსიის სჯერათ, ოჯახის წევრებს.

გარდაცვლილის მამა გურამ ბარბაქაძე ამბობს, რომ მისი შვილი საქმეზე უკვე გამოკითხული იყო.

” ის რამდენჯერმე გამოკითხეს და არავითარი ბრალი არ მიუძღოდა. ადგილზე, სადაც თითქოს თვითმკვლელობა მოხდა, არც მასრაა ნაპოვნი და არც არაფერი. დაკრძალვაზე ჩამოსულები იყვნენ მისი ხელმძღვანელები, რომლებმაც გვითხრეს, რომ მას დანაშაული არ მიუძღვის. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ეს სულაც არ იყო თვითმკვლელობა”- ამბობს გურამ ბარბაქაძე.

გამოძიება ბარბაქაძის თვითმკვლელობის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით მიმდინარეობს.

წვევამდელების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე კი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, შსს ობიექტების დავცის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი 21 აპრილს დააკავა. გამოძიების მტკიცებით, ორმა ოფიცერმა გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ, კანონით აკრძალული დასჯის მეთოდები გამოიყენა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333- ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

წაიკითხეთ ასევე:

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

მსგავსი პოსტები

Back to top button