მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ჯეიმს აპატურაი კახეთში იმყოფებოდა

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი კახეთს ესტუმრა. სტუმარს სახელმწიფო რწმუნებული კახეთში, ირაკლი შიოშვილი მასპინძლობდა.

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ჯეიმს აპატურაიმ სიღნაღსა და თელავში, მუზეუმები და ეკლესია- მონასტრები მოინახულა. ამავდროულად მან პურის ცხობის, ხინკლის მოხვევისა და ჩურჩხელის ამოვლების ტრადიციულ ცერემონიალში მონაწილეობა, პირადად მიიღო.

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელის სტუმრობა კახეთში მედიისათვის დახურული იყო.

ჯეიმს აპატურაიმ კახეთის რეგიონი დღეს დატოვა. ის ოფიციალურ შეხვედრებს, თბილისში განაგრძობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button