კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ნათესავი მამაკაცის მკვლელობისათვის 39 წლის ქალს პატიმრობა მიუსაჯეს

საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ჰაიალა ხუბანოვას თელავის რაიონულმა სასამართლომ 8 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მსჯავრდებულის ადვოკატის, დარეჯან გილაშვილის ინფორმაციით, სასამართლომ დაცვის მხარის არგუმენტები, მკვლელობის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩადენის შესახებ, არ გაიზიარა.

” სასამართლომ დამნაშავედ ცნო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, მისთვის წარდგენილ ბრალში. ჩვენ გვქონდა საკმაოდ მყარი არგუმენტები, რომ მკვლელობის დროს ჰაიალა ხუბანოვა, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. დასაბუთებული განაჩენი არ ჩაგვბარებია და ჯერ არ ვიცით, რა არგუმენტებზე დაყრდნობით არ გაიზიარა მოსამართლემ ჩვენი პოზიცია. ამ განაჩენს არ ვეთანხმებით და აუცილებლად გავასაჩივრებთ”- განაცხადა გილაშვილმა.

მკვლელობა სოფელ იორმუღანლოში, 2020 წლის ოქტომბერში მოხდა.სამი შვილის დედამ, ჰაიალა ხუბანოვამ, სანადირო თოფიდან გასროლით ნათესავი კაცი მოკლა. მკვლელობა სოფელ დუზაგრამასთან ახლოს მდებარე ფერმაში მოხდა, სადაც გარდაცვლილი და და მკვლელობაში ბრალდებული ერთად მუშაობდნენ.

თავად ხუბანოვა გამოძიებასთან აცხადებდა, რომ მამაკაცმა მასზე რამდენჯერმე იძალადა და მკვლელობის დღესაც, სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button