უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ადრე თუ გვიან გაიმართება-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ადრე თუ გვიან გაიმართება, მაგრამ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როდის შედგება ეს შეხვედრა, – აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„არ ვიცი, რა ფორმატში: შუამავლებით, შუამავლების გარეშე, ფართო წრეში, პრეზიდენტების დონეზე, ორმხრივი საუბარი, მაგრამ იქნება
პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებულია იმაზე, როდის გაიმართება ეს შეხვედრა. მიზანი იცვლება. როგორიც არის ჰიბრიდული ომი, ასეთი ჰიბრიდული იქნება მშვიდობაც და ჰიბრიდული შეხვედრებიც. დღეს რომ შევხვედროდით, დღის წესრიგში მარიუპოლის საკითხი იქნებოდა. ორ-სამ თვეში რომ შევხვდეთ, შეიძლება ეს საკითხი დღის წესრიგში აღარ იყოს, ან ნაწილობრივ იყოს. ომის დასაწყისიდანვე რომ შევხვედროდით, მიზანი კიდევ სხვა იქნებოდა. დღეს რომ შევხვდეთ, ვიცით, რა არის ოკუპირებული და რა არის დეოკუპირებული და ვისაუბრებდით ამაზე. ორ თვეში აღარ გვეცოდინება, რა მდგომარეობაში იქნება ყველაფერი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა მნიშვნელოვანია ტყვეთა გაცვლის, დეოკუპაციისა და მშვიდობის საკითხების მოგვარება – ომის შეჩერების მიზნით.
„გვესმის საფრთხეები და რისკები, ჩვენზე ბევრია დამოკიდებული, მაგრამ ბევრია დამოკიდებული რუსეთზეც. ჩვენ გვაქვს სურვილი და გვაქვს ჩვენი მიზნები: გვინდა ტერიტორიების დაბრუნება და ჩვენ გვინდა ამ ომის დასრულება, მაგრამ როდის იქნება ეს, ეს ყველაფერი დამოკიდებულია დროზე, იმაზე, თუ როდის იქნება საუბარი პუტინთან“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერმა უსაფრთხოების გარანტიებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ უკრაინა თავის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს უსაფრთხოების გარანტიის ხელშეკრულებაზე, რომელიც არ ითვალისწინებს რუსეთის ჩართვას.
„უსაფრთხოების გარანტიები – ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, მნიშვნელოვანი შეთანხმება და მნიშვნელოვანია, რომ ეს არ დარჩეს მხოლოდ ფურცელზე, არამედ იყოს რეალობა და დაგვეხმაროს მომავალში. დღეს ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს უკრაინის ირგვლივ არსებული პარტნიორი ქვეყნების წრეს, რუსეთის გარეშე.,უსაფრთხოების გარანტორები რუსეთის გარეშე. ბუჩამ რაღაცები შეცვალა. დრო ცვლის ყველაფერს. ჩვენ უკვე შევიმუშავეთ პროექტი, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს დოკუმენტი რატიფიცირებული იყოს ყველა გარანტორი ქვეყნის პარლამენტის მიერ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
პორტუგალიის პრემიერმინისტრი ანტონიო კოსტა, კიევში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პრემიერმინისტრმა ოკუპანტების მიერ დანგრეული ირპენი მოინახულა.
“არასდროს დამავიწყდება ვიზიტი ირპენში. ნგრევა და ძალადობა აბსოლუტურად შემზარავია. მე ვამოწმებ, რომ თავდასხმები იყო ბოროტული, განურჩეველი და გაუმართლებელი”, – ამბობს კოსტა.