ჯეინ ფონდამ კანის კინოფესტივალის პრიზი დაიმსახურა

78-ი წლის ამერიკელმა ვარსკვლავმა ჯეინ ფონდამ, კანის კინოფესტივალის ისტორიაში პირველად, ჯილდო – „ქალები მოძრაობაში“ მიიღო.ფესტივალის პრეზიდენტ პიერ ლესკიურის განცხადებით, ეს ჯილდო, კინოინდუსტრიის გამოჩენილი ქალბატონების წასახალისებლად დაარსდა.

„ქალბატონ ჯეინ ფონდას, მარტო კინემატოგრაფში გამოჩენილი მიღწევებისთვის კი არ ვაჯილდოებთ, არამედ, აგრეთვე მშვიდობის და ქალების თანასწორობისთვის ბრძოლაში მისი მრავალწლიანი ღვაწლისთვის.“ – განაცხადა ლესკიურმა.

ჯეინ  ფონდა — ამერიკელი მსახიობი, მწერალი და პოლიტიკური აქტივისტი. ცნობილია ვიეტნამის ომისა და ერაყის ომის საწინააღმდეგო აქტივობებით, ასევებირთვულ შეიარაღებასთან ბრძოლით. არის ლიბერალი და ფემინისტი. გამოცემული აქვს ორი ავტობიოგრაფია 2005 და 2011 წლებში. ფონდა, შვიდგზის ოსკაროსანია. აგრეთვე, მრავალგზის: „ოქროს გლობუსის“, „BAFTA“-ს და „Emmy”-ს პრიზების მფლობელია.

 

[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”6712″ thumb_margin_left=”10″ thumb_margin_bottom=”2″ thumb_border_radius=”10″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”0″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy” sc_id=”sc1432026901922″]

მსგავსი პოსტები

Back to top button