ჯეკი ჩანი “ოსკარით” დაჯილდოვდა [Video]

ცნობილი მსახიობი ჯეკი ჩანი კინოხელოვნებაში დიდი წვლილის შეტანისთვის “ოსკარის” საპატიო პრემიის ლაურეატი გახდა.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 12 ნოემბერს, ლოს-ანჯელესში ჩატარდა.

“200 ფილმისა და უამრავი დალეწილი ძვლის შემდეგ “ოსკარი” ჩემია!”, – განაცხადა 62 წლის მსახიობმა დაჯილდოების დროს.

ჯეკი ჩანი – მსახიობი, პროდიუსერი, სცენარის ავტორი და მომღერალი ღარიბ ჩინურ ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები, ჩარლზ და ლილი ჩანები სამოქალაქო ომის დროს კონტინენტიდან ჰონკონგში გაიქცნენ, ხოლო 1960 წელს ავსტრალიაში გადასახლდნენ. ჩანი, რომელიც ცნობილია თავისი აკრობატული ჩხუბის სტილითა და კომედიური ნიჭით, 100-ზე მეტ ფილმში მთავარი როლები ითამაშა. გარდა ამისა, ჩანი მომღერალიცაა. მან 1984 წლიდან 100-ზე მეტი სიმღერა შეასრულა და 20 ალბომი გამოუშვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button