ჯგუფური ქურდობა საგარეჯოში – დააკავეს 4 პირი

ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით შს სამინისტროს საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 4 პირი დააკავეს.

გამოძიების მტკიცებით, დაადგინა, რომ დაკავებულებმა საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, „ლიბერთი ბანკის“ სერვის ცენტრში ფანჯრიდან ფარულად შეაღწიეს, სეიფი და პლასტიკური აგრობარათები მოიპარეს, შემდეგ მიიმალნენ. ასევე დადგინდა, რომ ოთხივე ბრალდებულმა, საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოში, 17 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ფერმიდან მოიპარა.

“მოპარული სეიფი წყლის არხიდან, ხოლო პლასტიკური აგრობარათები ერთ-ერთი დაკავებულის სახლიდან ამოიღეს. ასევე ჩხრეკისას ამოღებულია არარეგისტრირებული, ორლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფი და 8 საბრძოლო ვაზნა, ასევე არარეგისტრირებული პისტოლეტი ერთი მჭიდით და 7 საბრძოლო ვაზნით. სამართალდამცველებმა გაყიდულ 5 სულ პირუტყვს სოფელ ლამბალოში მიაკვლიეს და პატრონებს დაუბრუნეს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულებს”, – განაცხადა შსს წარმომადგენელმა გიორგი კლიმიაშვილმა.

გიორგი კლიმიაშვილის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button