მიშელ პლატინის და იოზეფ ბლატერს ფეხბურთიდან 6-წლიანი მოკვეთა ემუქრებათ

როგორც Daily Mail-ი იუწყება, ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი და უეფას თავკაცი მიშელ პლატინი შესაძლოა ფეხბურთიდან 6 წლით მოკვეთონ. აღნიშნულ პირებს შორის კორუფციული გარიგების საქმეზე გამოძიება თითქმის დასრულებულია და საბოლოო გადაწყვეტილებას ეთიკის კომიტეტი შობამდე მიიღებს.

“90 დღით ჩამოშორება მათვის მცირე შოკი იყო. ყველაფრის გარკვევას შობისთვის ვეცდებით, რომ არჩევნებისთვის უკვე ნათელი სურათი გვქონდეს. ის მოგვცემს წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს სასჯელი”, – განაცხადა ფიფას ეთიკის კომიტეტის თავკაცმა ჰანს-იოაჰიმ ეკერტმა.

2011 წელს ბლატერმა პლატინის 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკი გადაუხადა. ფრანგმა განაცხადა, რომ ეს თანხა მისი გასამრჯელო გახლდათ და არაკანონიერი არაფერი მომხდარა. ეთიკის კომიტეტმა მათ საქმიანობა 90 დღით შეუჩერა. პლატინიმ და ბლატერმა კომიტეტის ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button