ჯიმ ქერის მეგობარმა ქალმა თავი მოიკლა [Photo/video]
ცნობილი ჰოლივუდის ვარსკვლავის, ჯიმ ქერის მეგობარმა ქალმა, სატრფოსთან მორიგი დაშოების შემდეგ, თავი მოიკლა, – წერს ჟურნალი TMZ.
25 წლის კატრიონა უატის გვამი მეგობრებმა ლოს-ანჯელესის სახლში იპოვეს, გარდაცვლილის თავთან აბები ეყარა. წინასწარი მონაცემებით, ქერისთან დაშორების შემდეგ მან თავი მოიწამლა.
სამართალდამცველ ორგანოებში განაცხადეს, რომ სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკული ნივთიერებების გადამეტებული დოზის მიღება იყო. გამომძიებლები ასევე ვარაუდობენ, რომ ადგილი თვითმკვლელობის მცდელობას ჰქონდა.
„ის კეთილი და ნაზი ირლანდიული ყვავილი იყო, ძალიან მგრძნობიარე ამ სამყაროსთვის. დაშოკილი და დამწუხრებული ვარ“, – განაცხადა ჯიმ ქერიმ.
ქერი და უაიტი 24 სექტემბერს დაშორდნენ. იმ დღეს, ქალიშვილმა საკუთარ Тwitter-ში
დაწერა, – „სოციალურ ქსელს ვტოვებ, იმედია, ახლობლებისთვის სინათლის მომფენი ვიყავი“.
ქერი უაიტს 2012 წელს დაუახლოვდა. ისინი რამდენიმე თვე ერთად იყვნენ, შემდეგ კი დაშორდნენ. მიმდინარე წლის მაისში წყვილმა ურთიერთობა განაახლა.
ჯეიმზიუჯინ „ჯიმ“ ქერი (დ. 17 იანვარი, 1962) — ორგზის ოქროს გლობუსის მფლობელი კანადელ-ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი. ჯიმ ქერი ცნობილი გახდა შემდეგი ფილმებით: „ეისვენტურა – ცხოველების დეტექტივი“ (1994), „ნიღაბი“ (1994), „მეკაბელე“ (1996), „მატყუარა, მატყუარა“ (1997). 1998 და 1999 ქერიმ ოქროს გლობუსი მიიღო ფილმებისთვის„ტრუმენის შოუ“ (1998) და„ადამიანი მთვარეზე“ (1999).
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”19245″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]