სპორტი

ჯიმი ტაბიძის გუნდს ფინანსური პრობლემები აქვს და გაკოტრების საფრთხის წინაშეა

რუსეთის პრემიერლიგის კლუბი „უფა“ ფინანსურად არამდგრადი განსაკუთრებით პანდემიის პირობებში გახდა და შესაძლოა არსებობაც შეწყვიტოს. – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ქართველი მცველი ჯიმი ტაბიძე კლუბში 2017 წლის ზაფხლში ჩაირიცხა და 5 წლიანი კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს უმთავრდება.

„უფა“-ს მთავარი პრობლემა სოლიდური სპონსორების და ისეთი ფეხბურთელების არარსებობაა, რომელთა გაყიდვით მიღებული სახსრებით გუნდი ამოისუნთებდა. ტრანსფერმარკეტის შეფასებით, კლუბში ყველაზე ძვირადღირებული სწორედ 25 წლის ტაბიძეა, რომლის ღირებულება ამ დროისთვის 2,5 მილიონ ვვროს ოდენობისაა.

კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფეხბურთელები ახალი სეზონისთვის მზადებას 7 ივნისს, მოსკოვში სავალდებულო სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ დაიწყებენ.

მიუხედავად ეკონომიური პრობლემებისა, „უფამ“ რუსეთის პრემიერლიგის გასულ სეზონში გამოსვლა მე-13 ადგილზე დაასრულა, რაც გუნდისთვის კარგი მაჩვენებელია.

ქართველმა ფეხბურთელმა ახლახანს გერმანიის ქალაქ მიუნხენში მუხლზე ოპერაცია გაიკეთა. ტაბიძემ 2020-2021 წლების სეზონზე უფაში 24 მატჩში ითამაშა.

მსგავსი პოსტები

Back to top button