მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

„ჯოჯოხეთური“ სანქციები ჩაიშალა, არ მუშაობს- მედვედევი

მტრულ ქვეყნებს არ აქვთ გამბედაობა აღიარონ, რომ მათი „ჯოჯოხეთური“ სანქციები საშინლად ჩაიშალა, არ მუშაობს, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„სამრეწველო პროდუქტებისა და სამომხმარებლო საქონლის აბსოლუტური უმრავლესობა ჩაანაცვლა ჩვენმა, რუსულმა, ხოლო დაკარგული – აზიურმა ბრენდებმა. პარალელური იმპორტიც მუშაობს, საიდანაც იგივე დასავლურ ბრენდებს ვიღებთ და მათი მფლობელები არაფერს იღებენ. ასე რომ, ყველაფერი ისეა, როგორც ყოველთვის – ამერიკელები ფულს შოულობენ დამცირებული ევროპის ხარჯზე. ამასთან, სავალუტო ფონდიც კი პროგნოზირებს წელს ეკონომიკურ ზრდას რუსეთში“, – აღნიშნა მედვედევმა.

მისი თქმით, რუსეთი გააგრძელებს დასავლური ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებას ყოველგვარი ლიცენზიებისა და ჰონორარიების გადახდის გარეშე ყველაფერზე, ფილმებიდან დაწყებული ინდუსტრიული პროგრამული უზრუნველყოფის ჩათვლით.

გერმანიამ რუსეთში ექსპორტი ორჯერ შეამცირა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Euractiv-ი გერმანიის სამთავრობო დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, 2022 წლის ოქტომბერში გერმანიის რუსეთში ექსპორტი თითქმის 60%-ით ნაკლები იყო, 2021 წლის ოქტომბერთან შედარებით. როგორც გამოცემა წერს, ამავდროულად, რუსულ საწვავზე უარის თქმის მასშტაბური ძალისხმევების მიუხედავად, რუსეთიდან გერმანიაში იმპორტი ნაკლებად მწვავედ, 49%-ით შემცირდა.
“რუსეთთან ვაჭრობა მნიშვნელოვნად შესუსტდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დაწყებიდან”, – წერია განცხადებაში.
გამოცემის თანახმად, ამ მომენტისთვის რთული სათქმელია გერმანულ-რუსული ვაჭრობის შემცირების რა ნაწილი წარმოადგენს ომის პირდაპირ შედეგს და რა – აგრესორის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ შემოღებული სანქციების შედეგს.

მსგავსი პოსტები

Back to top button