მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მე წინააღმდეგი ვარ უკრაინაში რაიმე სახის სასიკვდილო იარაღის გაგზავნის, ეს ომს ახანგრძლივებს

მე წინააღმდეგი ვარ უკრაინაში რაიმე სახის სასიკვდილო იარაღის გაგზავნის, ეს ომს ახანგრძლივებს, – ამის შესახებ ხორვატიის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა განაცხადა.
ხორვატიის პრეზიდენტმა უკრაინაში ტანკების გაგზავნა გააკრიტიკა.
„რა არის მიზანი? რუსეთის დაშლა, ხელისუფლების შეცვლა? საუბარია რუსეთის დაშლაზეც. ეს სიგიჟეა“, – თქვა ზორან მილანოვიჩმა.
ხორვატიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ყირიმი უკრაინის ნაწილი აღარასდროს იქნება.

საბერძნეთის პრემიერმინისტრის, კირიაკოს მიცოტაკის თქმით, საბერძნეთი უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს არ მიაწვდის. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი მიცოტაკისმა, თურქეთთან დაძაბული ურთიერთობებით ახსნა.
“ჩვენ არ შეგვიძლია Leopard 2-ის ტანკების მიწოდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ისინი აბსოლუტურად აუცილებელია ჩვენი თავდაცვის სტრატეგიისთვის“, – თქვა მიცოტაკისმა ERT-თან ინტერვიუში.
ცნობისთვის, Leopard 2 საბერძნეთს აქვს უფრო მეტი ჰყავს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ევროპულ ქვეყანას:
დაახლოებით 350 ლეოპარდ-2 და 500 ლეოპარდი.

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ დასავლეთს მიმართა, ღია დატოვოს ყველა შესაძლებლობა იარაღის, მათ შორის გამანადგურებლების მიწოდებაზე უკრაინის თხოვნასთან დაკავშირებით.
ნაუსედამ ლიეტუვის ტელევიზიასთან საუბრისას 31 იანვარს განაცხადა, რომ ავიაგამანადგურებლები და შორი მოქმედების რაკეტები „აუცილებელ სამხედრო დახმარებას“ წარმოადგენენ „ომის ამ გადამწყვეტ ეტაპზე, როცა სულ მალე დადგება გარდამტეხი მომენტი“.
აშშ და გერმანია კიევის ასეთი თხოვნის დაკმაყოფილებას გამორიცხავენ, თუმცა საფრანგეთმა გამოაცხადა, რომ პრინციპში არ არის ამის წინააღმდეგი.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 30 იანვარს განაცხადა, რომ აშშ უკრაინას არ გაუგზავნის F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს, იმ ფონზე, როცა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი მათ გაგზავნას არ გამორიცხავს, თუკი გარკვეული პირობები დაკმაყოფილებული იქნება.

F-16-ებთან დაკავშირებით აშშ-ის “არა” მხოლოდ დღეისთვის “არა”-ს ნიშნავს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ფრანგ კოლეგა სებასტიენ ლეკორნიუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“დახმარების ყველა სახეობას გაუვლია “არა”-ს ეტაპი. ეს ნიშნავს “არა”-ს დღეის მდგომარეობით”, – თქვა რეზნიკოვმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ “არა”-ს შემდეგ ტექნიკური შესაძლებლობების განხილვა იწყებოდა, შემდეგ – ეკიპაჟების მომზადება და, შედეგად, ამა თუ იმ სისტემები გადაცემა.
“ასე იყო HIMARS-თან, 155 მმ არტილერიასთან, იგივე Bradley-სთან. გერმანულ Leopard-ებთანაც თავდაპირველად “არა” იყო, ახლა კი სატანკო კოალიცია გვაქვს. ამიტომ მე მჯერა შემდეგი “თვითმფრინავების კოალიციის”. მაგრამ ყოველთვის ჯერ ლიდერი უნდა იყოს. ამიტომაც ვარ აქ”, – განაცხადა რეზნიკოვმა.
უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემის საკითხზე კომენტარის გაკეთებისას, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიენ ლეკონიუმ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის სიტყვები გაიხსენა, რომ საფრანგეთისთვის “არანაირი ტაბუ არ არსებობს”.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის სებასტიან ლეკორნიუმის თქმით, საფრანგეთი უკრაინას დამატებით 12 თვითმავალ ჰაუბიცა Caesar-ს გადასცემს.
პარიზში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინელ კოლეგა ოლექსი რეზნიკოვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეიარაღებას უკრაინაში უახლოეს კვირებში ჩაიტანენ. ანალოგიური ჰაუბიცებს უკრაინას დანიაც გადასცემს.
გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი უახლოეს პერიოდში პოლონეთში 150 ფრანგ სამხედრო ინსტრუქტორს გაგზავნის, რომლებიც ზაფხულამდე 2 000 უკრაინელ სამხედროს გაწვრთნიან.
პრესკონფერენციაზე საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა არ გამორიცხა, რომ უკრაინას სამხედრო თვითმფრინავები მიაწოდონ.

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, უკრაინას ცის დასაცავად 200-მდე საბრძოლო თვითმფრინავი სჭირდება.
“თავის დასაცავად, უკრაინას სჭირდება მოძველებული საბჭოთა თვითმფრინავების შეცვლა ერთი ტიპის მრავალფუნქციური გამანადგურებლით, რომელიც შესაძლოა იყოს F-16 საბრძოლო თვითმფრინავი, 200-მდე ოდენობით”, – თქვა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა.
იგნატის თქმით, უკრაინა ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანაა ევროპაში და სჭირდება საჰაერო დაცვა როგორც ომის, ასევე მშვიდობის დროს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ოკუპანტთა საავიაციო ჯგუფი, რომელიც კონცენტრირებულია ოთხ ათეულ აეროდრომზე რუსეთში, ბელარუსში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საბრძოლო მანქანების რაოდენობით 5-6-ჯერ აღემატება უკრაინულ ავიაციას.
“აუცილებელია შეიქმნას 5-მდე ტაქტიკური საავიაციო ბრიგადა დასავლური ტიპის მრავალფუნქციური თვითმფრინავებით. რა ტიპის იქნება ეს, ახლა დგინდება… გასაგებია, რომ ყველაფერს ერთდროულად ვერ მივიღებთ, მაგრამ ახალ მრავალფუნქციურ თვითმფრინავზე ეტაპობრივი გადასვლა დროის მოთხოვნაა”, – განაცხადა იგნატმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button