სპორტ-ნიუსისპორტი

ჯოკოვიჩის მეტოქე გარკვეულია.მისი მონაწილეობა კი ჯერ კიდევ სათუოა

სერბი ჩიგბურთელის,ნოვაკ ჯოკოვიჩის გარშემო კვლავ გაუგებრობაა.

შეგახსენებთ, რომ ის ჩავიდა ავსტრალიაში,ღია პირველობაში მონაწილეობის მისაღებად და ქვეყანამ ვიზა გაუუქმა.

იმის მიუხედავად,რომ მას ვაქცინა გაკეთებული არ აქვს,სასამართლომ გაამართლა და ტურნირზე,რომელიც 9-ჯერ აქვს მოგებული,- თამაშის უფლება მისცა.

ნოვაკმა ვარჯიში დაიწყო,თუმცა შეაწყვეტინეს,რადგან ავსტრალიის ემიგრაციის მინისტრს ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება,დაუშვებს თუ არა ასპარეზობაზე სერბ ჩოგბურთელს.

რაც შეეხება წილისყრას,ის 1 საათის დაგვიანებით ჩატარდა და ჯოკოვიჩს მეტოქედ თავისივე თანამამულე მიომირ კეჩმანოვიჩი შეხვდა.

ამ დროისთვის არავაქცინირებული სერბის მონაწილეობა ტურნირზე,რომელიც 17 იანვარს დაიწყება,ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button