მნიშვნელოვანისიახლეები

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

"თქვენ ისეთი სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი"

თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის პროცესი დაიწყო. საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნების საქმეს.

პროცესს მიხეილ სააკაშვილიც ესწრება, რომელიც სასამართლოს წინაშე სიტყვით წარსდგება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე თქვა, რომ

“ქართული ოცნების” ხელისუფლების ის “მომეტებული საფრთხის წყაროდ” მოიხსენია.
მინდა ვაღიარო – მე ვარ მომეტებული საფრთხის წყარო ოლიგარქ ივანიშვილისთვის. იმაზეც ვერ არის წყნარად, რომ ციხეში ვზივარ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მისმა საქართველოში ჩამოსვლამ მოიტანა ის, რომ ოპოზიციამ ადგილობრივი არჩევნები მოიგო.
მსჯავრდებულმა მე-3 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას მისი ქვეყანაში შემოსვლისა და შემდგომ განვითარებულ პროცესებზე ისაუბრა. როგორც ექსპრეზიდენტმა თქვა, მისი საქართველოში დაბრუნების შემდეგ ოპოზიცია გაერთიანდა.

“ჩემი ჩამოსვლის შემდეგ, ოპოზიციამ მოიგო ადგილობრივი არჩევნები ყველგან საქართველოში – აი რა მოიტანა საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლამ. ჩემმა ჩამოსვლამ ბოლო ლურსმანი ჩაასო რეჟიმის ლეგიტიმურობის კუბოში – აი რა მოიტანა ჩემმა

ჩამოსვლამ საქართველოში, ჩემმა ჩამოსვლამ მოიტანა ის, რომ ოპოზიცია ერთიანია ისე როგორც არასდროს, ჩემმა ჩამოსვლა მოიტანა ის, რომ ხალხში აქტიურობა და იმედია, როგორც არასდროს.

მოვისმინე რომელიღაც ტელევიზიით, რომ სააკაშვილი არის მომეტებული საფრთხის წყაროო, ამიტომ, ვინც ის შემოიყვანა, არის მომეტებული საფრთხის წყაროს შემომყვანიო. მინდა გავაკეთო აღიარება, მე ვარ მომეტებული საფრთხის წყარო, ვისთვის ვარ მომეტებული საფრთხის წყარო? მე ვარ მომეტებული საფრთხის წყარო ოლიგარქ ივანიშვილისთვის, იმაზეც ვერ არიოს წყნარად, რომ ციხეში ვზივარ,” – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო დარბაზიდან მისი სამშობლოში დაბრუნების საქმეზე ბრალდებულ 4 პირს მიმართა და ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ რამდენიმე თვეა, იჩაგრებიან.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ არცერთ მათგანს არ იცნობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button