ჯოლი და პიტი ანჯელინას პოლიტიკური ამბიციების გამო ეყრებიან [Photo/video]
ჰოლივუდის ვარსკვლავები, ჯოლი და პიტი ანჯელინას პოლიტიკური ამბიციების გამო ეყრებიან. ინფორმაციას სააგენტო TMZ ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ჯოლი გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ოცნებობს. მან საკუთარი მიზნის მისაღწევად 2 მრჩეველი დაიქირავა.
თავის მხრივ, პიტი მეუღლის საქველმოქმედო საქმიანობას არასდროს ეწინააღმდეგებოდა. როგორც ცნობილია, ჯოლი 15 წლის წინ გაეროს კეთილი ნების ელჩი გახდა. თუმცა წყვილს შორის უთანხმოება იმან გამოიწვია, რომ ანჯელინას შვილები კონფლიქტის ზონებში დაჰყავდა.
პიტს მოთმინების ფიალა მაშინ გადაევსო, როცა ჯოლიმ შვილების წაყვანა სირიაში გადაწყვიტა.
სააგენტო Daily Mail-ი წერს, რომ ჯოლიმ მეუღლესთან განქორწინების პროცესის დაწყებისთანავე მალიბუში 12 მილიონ დოლარად შეფასებული სახლი იჯარით აიღო, რომელიც მას თვეში 95 ათასი დოლარი დაუჯდება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იქ ანჯელინა თავის 6 შვილთან ერთად დასახლდა. აღნიშნულ სახლს აქვს 5 საძინებელი, 5 აბაზანა, მისაღები ოთახი, სატრენაჟორო დარბაზი და აუზი.
შეგახსენებთ, რომ ანჯელინა ჯოლი და ბედ პიტი 2014 წლის აგვისტოში ოფიციალურად დაქორწინდნენ. მათ ერთმანეთი გაიცნეს 2004 წელს, როცა ფილმ „მისტერ და მისის სმიტ“-ში დაიწყეს გადაღება და მას შემდეგ ერთად ცხოვრობდნენ. ვარსკლავურ წყვილს 6 შვილი ჰყავს – 3 საკუთარი და 3 ნაშვილები.