ჯონ ქერი: „ოპერაციის შემდეგ თავს კარგად ვგრძნობ“
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ, სოციალური ქსელის პირად ექაუნტზე დაწერა, რომ ოპერაციის ჩატარებიდან 10 დღის შემდეგ, თავს კარგად გრძნობს და საავადმყოფოს სარეცელზეც კი არ წყვეტს მუშაობას.
ქერიმ განაცხადა, რომ სიუზან რაისთან და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებთან გამართა მოლაპარაკება, რომელმაც წარმატებით ჩაიარა.
„სამუშაო გრძელდება!“ – დაამატა სახელმწიფო მდივანმა.