ურუგვაელები ბორჯღალოსნებს დაუპირისპირდებიან
თბილისის თასის გათამაშება სტარტს მომავალ უქმეებზე აიღებს.
“ლელოს” ინფორმაციით, თბილისში უკვე ჩამოვიდა ურუგვაის ეროვნული გუნდი, რომელიც მსოფლიოს თასის გათამაშების მონაწილეა და რომლისთვისაც ეს ტურნირი მზადების ერთ–ერთი ეტაპია.
ურუგვაელები თბილისის თასისთვის მზადებას მონტევიდეოში გადიოდნენ და 27-კაციანი შემადგენლობით გვესტუმრნენ.
“სამხრეთ ამერიკელთა ამ შემადგენლობიდან, შესაძლოა, მსოფლიოს თასზე ბევრი ვერ მოხვდეს, თუმცა ეს ამ გუნდის არასერიოზულად აღქმის საბაბს სულაც არ იძლევა” – იუწყება გაზეთი.
შეგახსენებთ, რომ პირველი ტესტ-თამაში 13 ივნისს “ბორჯღალოსნებს” სწორედ ურუგვაელებთან აქვთ.