კამიკაძემ ლუქსორის ტაძრის წინ თავი აიფეთქა

ოთხშაბათს, ლუქსორის კარნაკის ტაძრის წინ განლაგებულ ავტოსადგომზე, კამიკაძემ თავი აიფეთქა, – გვატყობინებს სააგენტო „როიტერი“.

სამმა შეიარაღებულმა მამაკაცმა ტაძრის გალავანზე გადახტომა სცადა. ორი შეიარაღებული ადამიანი მანქანიდან გამოვიდა და პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა. სამართალდამცველებმა თავდამსხმელები მოკლეს. მესამე ბოროტმოქმედმა, რომელიც საჭესთან იჯდა, გალავანი გადალახა და თავი აიფეთქა.

ინციდენტის შედეგად, 4 ადამიანი დაიჭრა, 2 დაიღუპა.

პასუხისმგებლობას ჯერჯერობით არცერთი ტერორისტული დაჯგუგება არ იღებს. თუმცა, როგორც სააგენტო ვარაუდობს,ამ ტერაქტის უკან შესაძლებელია ისლამისტი ბოევიკები იყვნენ, რომლებიც კაიროს მთავრობის დამხობას ცდილობენ.

ლუქსორი (არაბ.: الأقصر ) — ქალაქი ზემო (სამხრეთ) ეგვიპტეში. ტაძრების ნანგრევების კომპლექსით კარნაკთან, ლუქსორის ტაძრითა და მონუმენტებით, ასევენილოსის დასავლეთ სანაპიროს სამეფო სამარხებით (მეფეთა და დედოფალთა ხეობების ჩათვლით), მას ხშირად მსოფლიოს უდიდეს ღია ცის ქვეშ მუზეუმს უწოდებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button