ჯონ ქერიმ ფეხი მოიტეხა [Video]
აშშ-ის 68-ე სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ, საფრანგეთის ალპებში დასვენების დროს, ფეხი მოიტეხა.
ინციდენტი, შვეიცარიის საზღვართან, საკურორტო ქალაქ სიონზიესთან მოხადა. იგი ველოსიპედით მგზავრობისას, უსწორმასწორო ქვაფენილზე დაეცა.
ქერის სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და ვერტმფრენით ჟენევის უნივერსიტეტის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სახელმწიფო მდივანს, მარჯვენა მენჯ-ბარძაყის სახსრის არეში მოტეხილობა აღენიშნება.
დღეს, ჯონ ქერის გადაყვანას მასაჩუსეტსის შტატ ბოსტონში გეგმავენ.
ალპებში დასვენების შემდეგ, სახელმწიფო მდივანი, ოფიციალური ვიზით პარიზსა და მადრიდს უნდა სწვეოდა, მაგრამ ტრავმის გამო, შეხვედრები გადაიდო.