კავკასიური არწივი – სამხედრო სწავლება დაიწყო
თურქეთში, თურქულ-ქართულ-აზერბაიჯანული სამხედრო წვრთნები იმართება, სახელწოდებით, კავკასიური არწივი (Kafkas Kartalı).
თურქეთის მხრიდან წვრთნებში მონაწილეობას იღებს სპეცდანიშნულების რაზმი, ორი ვერტმფრენი, ერთი სატრანსპორტი თვითმფრინავი, ხოლო საქართველოსა და აზერბაიჯანის მხრიდან სწავლებაში მონაწილეობას იღებენ სპეცდანიშნულების რაზმის ქვედანაყოფები.
თურქული გენშტაბის ცნობით, მანევრები 10 ივნისამდე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, ბაქოს, ანკარასა და თბილისს შორის, სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ, შეთანხმება მოქმედებს.