ჯონი დეპმა ონკოლოგიურ კლინიკაში 1 მილიონი გადარიცხა [Video]

სამგზის ოსკაროსანი ამერიკელი მსახიობი ჯონი დეპი, ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში მდებარე „Lady Cilento Children“ ბავშვთა ონკოლოგიურ ჰოსპიტალს ცნობილი კინოპერსონაჟის – კაპიტან ჯეკ ბეღურას კოსტიუმით ეწვია და საავადმყოფოს ფონდში 1 მილიონი აშშ დოლარი გადარიცხა.

52 წლის მსახიობმა საავადმყოფოში ორი საათი დაჰყო. მან ბავშვებს მეკობრეების ოქროს მონეტები დაურიგა და მონაწილეობა 30-წუთიან ტელეგადაცემაში მიიღო.

პოპულარული პერსონაჟის კოსტუმში ვიზიტი, მსახიობისთვის რიგით მეორეა. პირველად იგი ლონდონის „გრეიტ ორმონდ სტრიტ ჰოსპიტალს“ ეწვია, როცა მისი ქალიშვილი ლილი როუზ დეპი, 2007 წელს, საავადმყოფოში ღვიძლის პრობლემების გამო მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ ჯონი დეპი ავსტრალიაში „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მე-5 ნაწილის გადაღებებზე იმყოფება. ფილმი კინოეკრანებზე 2017 წლის ზაფხულში გამოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button