ჯონი დეპმა ეჭვიანობის ნიადაგზე თითი მოიჭრა [Photo]

ამერიკელმა მსახიობმა, ემბერ ჰერდმა ჯონი დეპთან განქორწინების სასამართლო პროცესზე ფოტო წარადგინა, სადაც მისი მეუღლის მოჭრილი თითის წვერია გამოსახული, – იუწყება TMZ.

ჰერდი ამტკიცებს, რომ მისმა მეუღლემ, რომელიც ალკოჰოლისა და ექსტაზის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, თითი მოიჭრა. დეპი ბოთლებს ამტვრევდა, ტელეფონი კედელს მიანარცხა, ფანჯარა დალეწა და ნამსხვრევებით მარჯვენა ხელის შუათითი დაიზიანა. ამის შემდეგ მსახიობმა მოკვეთილი თითის წვერი ლურჯ საღებავში ამოაწო და სარკეზე დაწერა “ბილი ბობი” – მსახიობ ბილი ბობ ტორნტონის სახელი, რომელთანაც საკუთარი მეუღლის ღალატში ეჭვი მიიტანა.

ინციდენტი გასული წლის მარტში მოხდა, როცა წყვილი 1 თვის შეუღლებული იყო. აღსანიშნავია, რომ პაპარაცებმა დეპის ხელზე ნაიარევი შენიშნეს და სურათიც გადაუღეს.

შეგახსენებთ, რომ დეპისა და ჰერდის განქორწინების შესახებ წელს გახდა ცნობილი. აღნიშნულმა ფაქტმა რეზონანსი მას შემდეგ გამოიწვია, რაც ჰერდმა მეუღლე ძალადაობაში დაადანაშაულა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”40496″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button