მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კახეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 20- მდე გაიზარდა.

ბოლო 72 საათში, კახეთის რეგიონში კოვიდ- 19 – ით, კიდევ სამი მოქალაქე გარდაიცვალა.
გარდაცვალების ორი შემთხვევა თელავში, ერთი კი ლაგოდეხში დაფიქსირდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა რეგიონში ოცამდე გაიზარდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ, 61 და 65 წლის მამაკაცები, რომლებსაც ვირუსით ინფიცირების დღიდან, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა ჰქონდათ.
ერთი გარდაცვლილი, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის, მეორე კი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის მცხოვრებია.

კორონა ვირუსით პაციენტის გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში.
კოვიდ- 19- ით, მძიმე მდგომარეობაში მყოფი, 85 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. პაციენტი ლაგოდეხის მკვიდრია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, 24 ნოემბერს, კახეთში, კორონა ვირუსის 85 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულების რიცხვი 2726- მდე გაიზარდა.

დადასტურებული შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა, კვლავ თელავში ფიქსირდება და ის 789-ს აღწევს.
სექტემბრიდან დღემდე, ვირუსის 297 შემთხვევა დაფიქსირდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

ინფიცირებული პირებიდან, 153 მოქალაქე, სხვადასხვა კოვიდ კლინიკაში მკურნალობს. გამოჯანმრთელებულია- 784 პირი

მსგავსი პოსტები

Back to top button