ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ მსახიობ ჯონი დეპს საჩივარი არ დაუკმაყოფილა, რომელმაც ბრიტანული გამოცემა The Sun დეზინფორმაციაში დაადანაშაულა.
The Sun-ის სტატიაში გამოცემამ დეპს Wife Beater (ცოლის მცემელი) უწოდა. 2019 წლის დასაწყისში მსახიობმა გამოცემის წინააღმდეგ სასამართლო სარჩელი შეიტანა, რომელშიც პროფესიული და მორალური ზიანისთვის კომპენსაცია – $50 000 000 მოითხოვა.
“ჩემი აზრით, დაცვის მხარემ შეძლო საკმარისი მტკიცებულებების წარდგენა და არ ვთვლი, რომ ბატონი დეპის შესახებ ჟურნალში სიცრუე დაიბეჭდა”. – ამბობს მოსამართლე ენდრიუ ნიკოლი.
სასამართლო პროცესის მსვლელობისას მსახიობი და მისი ყოფილი ცოლი ამბერ ჰარდი დაიკითხნენ. ყოფილი ცოლ-ქმარი ერთმანეთს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, შეიტანს თუ არა ჰერდი საპასუხო საჩივარს, ამ ეტაპზე, უცნობია.