მნიშვნელოვანირეგიონი

“ჯოყოლოში ტრანსფორმატორის შეცვლა მოსახლეობის ჩართულობით მოხდება”

დღეს დილიდან ხმაური იყო სოფელ ჯოყოლოში, სადაც მოსახლეობამ აქცია სს ენერგო-პრო ჯორჯიას წინააღმდეგ გამართა.

პანკისის ხეობაში მდებარე ამ სოფლის მცხოვრებთა თქმით, ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა ხშირად აქვთ, რის გამოც წყლის საქაჩს ვერ იყენებენ.

მოსახლეობის თქმით,მიზეზი სააქციო საზოგადოება „ენერგო პრო ჯორჯიას“ უმოქმედობაა, რადგან კომპანია დაპირებას ამ დრომდე არ ასრულებს, მდგომარეობას კი ისიც ართულებს, რომ ელექტროგადამცემი სადგური კერძო პირის ეზოში დგას.

რადიო ჰერეთთან სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ავთო დვალიშვილი ამბობს, რომ ადგილი სადაც, ტრანსფორმატორი დგას არის კომპანიის საკუთრება.

“3 წლის წინ, როცა ენერგო-პრო შემოვიდა კახეთში, უკვე საკუთრება იყო, ანუ კახეთის ენერგოდისტრიბუციის შეძენილი იყო. ენერგო-პრო ჯორჯიას კახეთის ფილიალის მენეჯერი დღეს მივიდა აქციაზე, შეხვდა მოსახლეობას და გააცნო კომპანიის პოზიცია. ამ დღეებში კონკრეტულ გეგმებს დასახავენ, როგორ მოხდეს პრობლემის გადაჭრა. ენერგო-პრო განსაკუთრებით ყურადღებას იჩენს ამ საკითხთან დაკავშირებით”- განაცხადა დვალიშვილმა, რომელმაც დასძინა, რომ თუ ტრანსფორმატორის ადგილმონაცვლეობა დაიგეგმება ეს მხოლოდ მოსახლეობასთან ჩართულობის გზით მოხდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button