ჯორჯ ბუშ-უფროსმა კისრის მალა მოიტეხა [Video]
აშშ-ის ექსპრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ-უფროსმა, რომელსაც 12 ივნისს 91 წელი შეუსრულდა, დაცემის შედეგად, კისრის მალა მოიტეხა, – დაწერა საკუთარ Twitter-ში მისმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯიმ მაკგრატმა.
ინციდენტი, ექსპრეზიდენტის საზაფხულო სახლში მოხდა, რომელიც მენის შტატის ქალაქ კენებანკპორტშია განლაგებული.
„ბუშ-უფროსი სტაბილურ მდგომარეობაშია, მაგრამ ცოტახნით კისრის სპეციალური კორსეტის ტარება მოუწევს. მიღებული ტრავმა 41-ე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხეს არ უქმნის“, – განუცხადა მაკგრატმა CNN-ს.
მაკგრატმა აგრეთვე დასძინა, რომ ბუში-უფროსი მეზობელი პორტლენდის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იქ რამდენხანს დაჰყოფს, ჯერჯერობით უცნობია.
იმის მიუხედავად, რომ ექსპრეზიდენტი პარკინსონის ავადმყოფობითაა დაავადებული და ინვალიდის სავარძლით გადაადგილდება, 75, 80, 85 და 90 წლის იუბილეები, პარაშუტიდან გადმოხტომებით აღნიშნა.
ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში-მამა – აშშ-ს 41-ე პრეზიდენტი 1989-93 წლებში რესპუბლიკელთა პარტიიდან.
90 წლის იუბილეს აღმნიშვნელი ნახტომი