“ქართუ 8 მილიონ ლარს ჩარიცხავს” [Audio]

თბილისის ვიცემერმა ბრიფინგი გამართა. დიმიტრი ქუმსიშვილმა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ანგარიში წარმოადგინა.

“დაზარალებული ოჯახების საცხოვრებლად უზრუნველყოფისთვის განსახლებისა და სახლების რეაბილიტაციის საჭირო თანხა 18 მილიონზე მეტს შეადგენს, დღეისთვის 10 მილიონია მობილიზებულია,” – განაცხადა ქუმსიშვილმა.

დიმიტრი ქუმსიშვილი მადლობას უხდის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ქართუს და დამფუძნებელს, რადგან, მისი თქმით, აღებული ვალდებულების შესასრულებლად კიდევ ჩაირიცხება 8 მილიონი ლარი.

ვიცემერის თქმით, დაწყებულია საპროექტო სამუშაოები ამირეჯიბის ქუჩის აღსადგენად, რათა სექტემბრის ბოლოს მოხდეს გზის გახსნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button