ჯვარში ადგილობრივმა მოსახლეობამ და დევნილთა პოლიკლინიკის თანამშრომლებმა კლინიკის დირექტორის შესაძლო გათავისუფლება გააპროტესტეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტ ქალაქ ჯვარში ადგილობრივმა მოსახლეობამ და დევნილთა პოლიკლინიკის თანამშრომლებმა კლინიკის დირექტორის გოჩა ლიპარტიას შესაძლო გათავისუფლება გააპროტესტეს.
არსებული ინფორმაციით, აუდიტის სამსახურმა კლინიკის 2021 წლის საქმიანობაში ფინანსური გარღვევები აღმოაჩინა, სწორედ ამის შემდგომ კლინიკის დირექტორმა საკუთარი ნებით დაწერა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ.
მისი განცხადება ამ დრომდე დაკმაყოფილებუკი არ არის.
ადგილობრივები კლინიკის დირექტორის დაცვას ყველა ძალებით, მათ შორის აქციებით აპირებენ და ამბობენ, რომ არ არსებობს დარღვევა, რომელიც ლიპარტიას ღვაწლს გადაფარავს რაიონში.
თვითონ ლიპარტია კი პასუხის მოლოდინშია.
იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთის მთავრობის ეკონომიკის სამინისტრო მიიღებს ლიპარტიას გათავისუფლების გადაწყვეტილებას, ჯვარის მოსახლეობა გზების გადაკეტვას აანონსებს.