კაბალში 40-მდე საფლავი გაძარცვეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში 40 -მდე საფლავი გაძარცვეს.
როგორც რადიო „ჰერეთს“ ადგილობრივმა ფახრად მუსაევმა განუცხადა, საფლავებზე მოხსნილია რკინის კონსტუქციები.
მისივე თქმით, სამართალდამცავებმა უკვე დაკითხეს დაზარალებული ოჯახები.
როგორც რადიო „ჰერეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა შორენა ჯახუამ განუცხადა, გამოძიება სსკ-ის 258-მუხლით მიმდინარეობს, რაც საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს.
ჯახუას თქმით, სავარაუდო ბრალდებული გამოვლენილია, ხოლო მოპარული რკინის ღობეები ნივთმტკიცების სახითაა ამოღებული.