მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ამერიკელი პარტნიორები აფასებენ საქართველოს წვლილს გლობალური უსაფრთხოების პროცესში-ზალკალიანი

საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკვანძო საკითხები განიხილეს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

„აღნიშნული მაღალი დონის კომუნიკაცია ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან, ადასტურებს საქართველო-ამერიკას შორის მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას და ხაზს უსვამს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველოს, როგორც რეგიონში ერთ-ერთი მთავარი მოკავშირის როლს.

ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული სატელეფონო საუბარი გაიმართა ბრიუსელიდან, სადაც სახელმწიფო მდივანი ბლინკენი იმყოფება ვიზიტით და მართავს შეხვედრას ნატოს ხელმძღვანელობასთან, ასევე ევროპელ პარტნიორებთან. ჩვენი ამერიკელი და ნატოელი პარტნიორები აფასებენ, იმ მნიშვნელოვან წვლილს, რაც საქართველოს შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში”, – ამბობს ზალკალიანი.

დავით ზალკალიანის თქმით ეს იყო სატელეფონო საუბარი ,რა დროსაც უკრაინაში შექმნილი ვითარებაზეც გაამხავილეს ყურადღება

„ გამოვხატეთ ჩვენი მხრიდან სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა ჩვენი უკრაინელი პარტნიორების მიმართ”, – აღნიშნა მინისტრმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button