კაიროში ძლიერი აფეთქება მოხდა [Video]

გამთენიისას, კაიროში, ეგვიპტის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს შენობასთან, ძლიერი აფეთქება მოხდა, – იუწყება პორტალი Egyptianstreets.com.

ინფორმაცია დაღუპულთა შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება. ბოლო მონაცემებით, 29 ადამიანი დაშავდა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, აფეთქებამდ, შენობასთან მანქანა გამოჩნდა, მძოლი გადმოვიდა და თანამზრახველთან ერთად მიიმალა, რომელიც მას მოტოციკლით დაედევნა.

აფეთქება ისეთი სიმძლავრის იყო, რომ მისი ხმა კაიროს რამდენიმე რაიონში ისმოდა. დარტყმი სტალღამ ახლომდებარე შენობები დააზიანა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია, მაგრამ ადგილობრივი მასმედიის ვარაუდით, აფეთქების უკან ანტისამთავრობო ძალები დგას.

მსგავსი პოსტები

Back to top button